English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ალფრედ კურატაშვილი
სოციალური მიზნის ფილოსოფია – სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მეთოდოლოგიური საფუძველი

ვრცელი რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში კრიტიკულად არის განხილული – როგორც კაცობრიობის ისტორიაში არსებული, ისე მეცნიერთა, პოლიტიკოსთა და ა.შ. თანამედროვე შეხედულებები და მიდგომები, რომლებიც ეფუძნებოდნენ და ეფუძნებიან ფილოსოფიას, რომელსაც მე საშუალებათა ფილოსოფიას ვუწოდებ.

როგორც საშუალებათა ფილოსოფიის ალტერნატივას, მოცემულ სამეცნიერო ნაშრომში ვთავაზობ ჩემს მიერ ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში შექმნილ პრინციპულად ახალ მეცნიერულ მიმართულებებს – მიზნის ფილოსოფიას, როგორც საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი სისტემების განსხვავების და ამ სისტემების კლასიფიკაციის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძველს, და სოციალური მიზნის ფილოსოფიას, რომელიც ჭეშმარიტად ადამიანური – ჰუმანოსოციალური – საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფორმირებისა და ფუნქციონირების ამოსავალ მეცნიერულ საფუძველს წარმოადგენს, და რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს კაცობრიობის განვითარების ორიენტაციას და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს.

სამეცნიერო ნაშრომში განსაკუთრებით არის აღნიშნული, რომ სოციალური მიზნის ფილოსოფიის რეალიზაცია ავტომატურად არ ხდება, და ამიტომ, სოციალური მიზნის ფილოსოფიასთან ერთად პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩემს მიერვე შექმნილ  ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიას, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის თეორიულ საფუძველს, და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორიას, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პრაქტიკული რეალიზაციის აუცილებელ თეორიულ საფუძველს, როგორც ყოველი ადამიანის ინტერესებისათვის – ხალხის ინტერესებისათვის ეფექტიანი სახელმწიფო მართვის აუცილებელ თეორიულ საფუძველს.